LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი – ირაკლი კობახიძე

109

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის შერჩევისას მისი ლოიალური დამოკიდებულება პარტიის მიმართ, კრიტერიუმი არ იქნება.

“კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ზეპარტიული და პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ არ გვინდა.

შესაძლოა არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა. იმისთვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესი, სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები