“ჩვენი შვილები თვისობრივად ახალ საქართველოში იცხოვრებენ”-მამუკა მდინარაძე

67

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპია და ახლა საქართველოში ისტორიული დღეებია.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები, ახალი სივრცითი მოწყობა, ახალი საკონსტიტუციო მოწყობა იძლევა მყარ გარანტიებს ამ დღეებთან ერთად, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ვიზალიბერალიზაციას, რომ ჩვენი შვილები თვისობრივად ახალ საქართველოში იცხოვრებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები