LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი თოკო შეიძლება ევროპაში საუკეთესო გახდეს (ვიდეო)

101

საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის MVP-ის ტიტულზეა წარდგენილი.

ქართველთან ერთად აღნიშნულ პრესტიჟულ ჯილდოზე პრეტენზიას კიდევ 8 კალათბურთელი აცხადებს.

ევროლიგის 16 გუნდის მწვრთნელი ხმას ერთ კალათბურთელს მიცემს, ამის შემდეგ გამოვლინდება სამი საუკეთესო სპორტსმენი.

3 სამი კალათბურთელიდან საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობას კი გულშემატკივართა ხმები გადაწყვეტს.

 

შენგელიას გარდა ტიტულისთვის იბრძვიან: ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი), ნანდო დეკოლო (ცსკა), ბრედ ვანამაკერი (ფენერბაჰჩე), იან ვესელი (ფენერბაჰჩე), პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი), ალექსეი შვედი (ხიმკი), სერხიო როდრიგესი (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი).

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები