LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს თავისუფლება, ევროპა და გადმოცემული მისია ღირსეულად უნდა შევასრულოთ – კახა კალაძე

90

“უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, 100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპა, ევროპული ოჯახი და დღეს, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა თაობამ მისია, რომელიც გადმოგვეცა, ღირსეულად უნდა შევასრულოთ,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე მიულოცა.

“ძალიან რთული გზა გამოვიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა, ძალიან რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის.

მე მინდა მივულოცო თითოეულ მოქალაქეს, არა მარტო საქართველოში, საზღვრებს გარეთ. ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს ემიგრაციაში და მე ძალიან კარგად მესმის და ვიცი, რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის იყოს სამშობლოს გარეთ, უცხო ქვეყანაში. ეს ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან 7 პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში სპეციალურად დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩამოვიდა, მადლობა გადაუხადა.

“ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. გზა, რომელიც გვაქვს არჩეული, ეს არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენი კულტურით, მრავალფეროვანი ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია დღეს საქართველოს,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები