LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს მტრებთან ერთად იწყებთ ბრძოლას – ირმა ინაშვილი ოქუაშვილსა და ნატო ჩხეიძეს მიმართავს

57

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში არაფერი იცოდნენ “ომეგა” ჯგუფზე ზეწოლის შესახებ. ინაშვილი ყოფილ თანაგუნდელს, ნატო ჩხეიძესა და ყოფილ დამფინანსებელს, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის და ეუბნება, რომ ისინი “პატრიოტთა ალიანსის” “მტრებთან” ერთად იწყებენ ბრძოლას.

“ჩვენ არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, რაზეც საუბრობს ბატონი ზაზა და არც არაფერი ვიცით დღემდე. არ ვიცოდით, რაც 2 წლის წინ, 1 წლის წინ, გუშინ ან გუშინწინ იყო და არაფერი ვიცით იმაზე, რა იქნება ხვალ”

მისივე თქმით, ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულმა ჩანაწერებმა დაანახა თუ  რა გეგემები ჰქონდათ ცოლ-ქმარ ჩხეიძესა და ოქუაშვილს

“პირველმა ორმა განცხადებამ ცხადყო, რომ ქალბატონი ნატო და ბატონი ზაზა ბრძოლას აპირებენ რუსთავი-2-თან ერთად და ცხადია, ამისი თანამონაწილე იქნებოდა ნაცმოძრაობაც, მაგრამ მე არ ვიცოდი, რა მოცულობით! გუშინ მოცულობაც გახდა ნათელი”- წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

“ალიანსის” ლიდერის თქმით, მისთვის ცნობილი არ იყო რა პრობლემები ჰქონდა ხელისუფლებასთან ჩხეიძისა და ოქუაშვილის ოჯახის კომპანია ომეგა ჯგუფს.ინაშვილი განმარტავს, რომ ჩხეიძეს მას შემდეგ შეხვდა, რაც გაიგეს, რომ მათ ბიზნესს ავიწროებდნენ.

“ქალბატონ ნატოს ვუთხარით, რომ მზად ვართ მხარდაჭერისთვის, მზად ვართ, მასთან ერთად ბრძოლისთვის, მაგრამ ქალბატონ ნატოს ჩვენთვის არც არაფერი გაუმხელია. ჩვენ იმავე დღეს ბრიუსელში გავფრინდით და ბრიუსელში, რუსთავი 2-ის ეთერით გავიგეთ ახალი ამბები. ამგვარად, ნათელი გახდა, რომ ქალბატონ ნატოს არანაირ დეტალებში ჩვენი ჩართვა არ სურდა”, — განმარტა ინაშვილმა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=532428373869225&id=100013062005932

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები