LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის ოლიმპიადა დასრულდა: აბრამიშვილმა 28 ადგილი დაიკავა (ვიდეო)

88

ქართველმა სპორტსმენებმა პიონჩანგის ოლიმპიადაზე გაკოსვლა დაასრულეს. ბოლო მათგანმა, იასონ აბრამაშვილმა იასპარეზა. პირველი ჩამოსრიალება მან 35-ე ადგილზე დაასრულა, მეორე ცდაზე კი შედეგი 7 ადგილით გააუმჯობესა და საბოლოოდ 28-ე ადგილი დაიკავა. აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იყო და საუკეთესო შედეგი მან ოთხი წლის წინ, სოჭში აჩვენა, სადაც 22-ე ადგილი დაიკავა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოთხი ქართველი სპორტსმენი – მოციგავე გიორგი სოღოიანი, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, ასევე სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური მონაწილეობდა.

პიონჩანგში ოლიმპიური თამაშები 9 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები