LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილის ცხედარი, სავარაუდოდ, სტუდენტებისთვის მომზადებული სადემონსტრაციო მასალაა

425

ბათუმში, ყოფილი პროზექტურის შენობაში ნაპოვნი ჩვილის ცხედარი,  სავარაუდოდ,  ფორმალინის ხსნარში წლების განმავლობაში შენახული სტუდენტებისთვის მომზადებული სადემონსტრაციო მასალაა. “ფორტუნას” კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ანალიზის შემდეგ გაირკვევა მისი წარმომავლობის დეტალები. სინჯარაში მოთავსებული ცხედარი წლების წინ მიტოვებული ყოფილი ლაბორატორიის შენობაში ბავშვებმა იპოვეს. მშობელმა კი გადამოწმების შემდეგ ადგილზე პატრული გამოიძახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები