LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციანიდი ჩამიდეს! ისიც ვიცი, ვინც ჩამიდო – მამა გიორგი მამალაძის პასუხები საპატიმროდან

68

ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ყველასთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გამოაგზავნა.

კითხვები ბრალდებულ სასულიერო პირს “რუსთავი 2-მა” გაუგზავნა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასულიერო პირი ამბობს რომ მას ციანიდი ჩაუდეს:

“მე ეს ნივთიერება არც შემიძენია და არც ბარგში მქონია. დიახ, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო. საათები მოანდომეს ამ სიყალბეს. ეს პროკურატურას არ გაუკეთებია”

მამა გიორგი მამალაძე არ უარყოფს, რომ მან მართლაც ჰკითხა მოწმეს ციანიდის შესახებ. დეკანოზის თქმით, პროკურატურამ იცის რისთვისაც სჭირდებოდა მას ეს ნივთიერება.

დიახ, პროკურატურამ კარგად იცის, ვინ მთხოვა ამ ნივთიერების შეძენა და რისთვის. სწორედ გამიგეთ, ამ საკითხის დეტალებზე სასამართლოზე უნდა ვისაუბრო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ბევრი მხარის მიერ დაგებული მახე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები