LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ციანიდის” საქმეზე ადვოკატი ჩვენების მიცემას არ აპირებს

126

“ციანიდის” საქმის სხვა ადვოკატების მსგავსად, ჩვენების მიცემას პროკურატურისთვის არც მია ზოიძე  აპირებს, – ამის შესახებ მია ზოიძემ პროკურატურაში განაცხადა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი დაშინება დაცვის მხარესთან, არარეალური გამოძიება. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც  უარს ვამბობთ ჩვენების მიცემაზე,” – განაცხადა ზოიძემ.

ე.წ. “ციანიდის” საქმის ადვოკატები 374-ე მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ეს სწორედ ის მუხლია, რომელიც საქმის მასალების საჯაროდ გავრცელებას გულისხმობს. ზოიძის განცხადებით, ეს საჩივარი დიდი ხნის წინ მზადდებოდა. დაახლოებით ერთი თვეა, ადვოკატები ამ საკითხზზე მუშაობენ. ამ საჩივრის მომზადება წინ უსწრებდა იმ პროცესებს, რაც დაწყებულია ამ საქმეზე.

“374-ე მუხლი ერთგვარად ჩვენს უფლებას ლახავს და ჩვენ ხელი გაუთქმელობაზე მოგვაწერინეს მაშინ, როდესაც პროკურატურას იგივე ვალდებულება ჰქონდა, დაირღვა თანასწორობის პრინციპი და სწორედ ეს არის მიზეზი ჩვენი საკონსტიტუციო საჩივრისა,” – განაცხადა მია ზოიძემ.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა პატრიარქის პრესმდივნის, მიქაელ ბოტკოველის, განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ეს მასალები სწორედ დაცვის მხარის მიერ არის გავრცელებული. ნია ზოიძის თქმით, ეს განცხადება ღიმილისმომგვრელია და წარმოუდგენელია, მხოლოდ დაცვის მხარეს ჰქონდეს მასალებზე წვდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები