LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ციანიდის საქმეზე” არსებითი განხილვა 9 ივნისამდე გადაიდო

35

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო  სხდომის არსებითი განხილვა 9 ივნისამდე გადაიდო.

ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მოითხოვა, სახაზინო ადვოკატებთან ერთად სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატებიც დარჩენილიყვნენ. მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და ადვოკატებს საქმის  მასალების გასაცნობად ვადა 9 ივნისადე მისცა.

საქმის მასალების გასაცნობად დროის გამოყოფის შუამდგომლობა თავად სახაზინო ადვოკატებმაც დააყენეს. სახაზინო ადვოკატ პაატა მეხრიშვილის განცხადებით, უნდა გაეცნონ მრავალტომიან საქმის აუდიო და ვიდეო მასალებს, რათა ბრალდებული დეკანოზის უფლებები კერძო ადვოკატებთან ერთად სრულფასოვნად დაიცვან.

დღევანდელი პროცესის 9 ივნისამდე გადადებას მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულმა  დეკანოზ  გიორგი მამალაძემ შანსი არ გაუშვა ხელიდან,  რომ პროცესი გაეჭიანურებინა.  მისი თქმით, დეკანოზმა იცის, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა დადასტურდება,  ამიტომ ცდილობს,  გააჭიანუროს მართლმსაჯულების პროცესი.

დღევანდელ სხდომას უნდა  დასწრებოდა სახალხო დამცველი უჩა ნანაუაშვილიც, თუმცა ის პროცესს არ დასწრებია.

მოსამართლემ ნანუაშვილს აუხსნა, რომ არ არსებობს ნორმა, რომლითაც სახალხო დამცველს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლებას მისცემდა.

9 ივნისს, ე. წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამლაძის უფლებებს 5 ადვოკატი დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები