LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ციანიდის საქმის” მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

281

“ციანიდის საქმის” მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ბუგიანიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა გამოკითხონ.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ საქმის პროკურორები: ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი.

პროკურატურას  ჩვენებები არ მისცეს დეკანოის ადვოკატებმა, რის შემდეგაც, ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები