LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს პროკურატურასთან და საპატრიარქოსთან კითხვები აქვს

82

ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძე პროკურატურას და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართავს. მამალაძე ინტერესდება, რატომ დატოვა ქვეყანა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, რატომ იყო ტარას შავშიშვილი საპატრიარქოს დაცვის წევრი და რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგი მამალაძის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც მისი თქმით, დეკანოზი მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული.

ირაკლი მამალაძე ეჭვობს, რომ ამ სამივე პიროვნებას საპატრიარქოში საერთო მფარველი ჰყავს, თუმცა კონკრეტულ გვარებს მამალაძე არ ასახელებს.

„გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა და რომელიც შემჩნეული იყო მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში. ამის შემდეგ მას მისცეს მეორე ჯვარი და დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი მას სჭირდებოდა ადამიანების დასახმარებლად და კეთილი საქმისთვის. ამ კითხვებზე ვითხოვ პასუხს. მამა გიორგის კარიერული წინსვლა ამ ინცინდენტის შემდეგ თავბრუდამხვევად მოხდა და ის უცბად გადმოიყვანეს თბილისში, მეორე ჯვარი მისცეს და ა.შ.”- აცხადებს ირაკლი მამალაძე.

ირაკლი მამალაძე ინტერესდება, რატომ მუშაობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორ საკვანძო თანამდებობაზე, საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოში, ასევე საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული კლინიკის ხელმძღვანელად.

მისი თქმით, ამ ფაქტების გამოძიების შემდგომ საზოგადოებას დეკანოზის პიროვნების შესახებ სრული სურათი შეექმნება. ირაკლი მამალაძე საპატრიარქოს გიორგი მამალაძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით ოფიციალურადაც მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები