LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციფრული ფული ოქროზე ძვირი ღირს

128

ბიტკოინის ფასმა ოქროს ფასს გადააჭარბა. როგორც Coindesk-ი იუწყება, ციფრული კრიპტოვალუტის ფასმა 1 265 დოლარს მიაღწია. მაშინ, როცა 3 მარტის მდგომარეობით, ერთი უნცია ოქროს ფასი 1 233 დოლარია.

მსოფლიოში ციფრული ვალუტა ფეხს ნელ-ნელა იკიდებს. ცოტა ხნის წინ
ვენაში პირველი „ბიტკოინ-ბანკი“ გაიხსნა. დაწესებულების მთავარი დანიშნულება – ციფრული კრიპტოვალუტის ნაღდ ფულზე გადაცვლა და ფულის ამ ერთეულზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებაა.

საინტერესოა, რომ იანვარში ციფრული ვალუტის კურსმა ძალიან აიწია და ბოლო 3 წელიწადში პირველად – ათას დოლარს გადააჭარბა. უფრო მეტიც, ბიტკოინი 2016 წლის ყველაზე ეფექტურ ვალუტად აღიარეს და შესაბამისად, მსგავსი ბანკის არსებობა უკვე აუცილებლობად იქცა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვალუტის კურსის ზრდა ჩინეთის დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ აზიაში სავაჭრო ოპერაციების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვალუტით მიმდინარეობს.

2016 წლის მონაცემებით, მიმოქცევაში თითქმის 15,5 მილიონი ბიტკოინია. ბიტკოინით ინტერნეტში პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. ცნობისთვის, ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 2013 წლის 29 ნოემბერს მიაღწია, როცა მისი ფასი 1242 დოლარამდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები