LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხესიმაგრე  „სამეფო კარის თამაშებიდან“ 650 ათას დოლარად იყიდება (ფოტო)

209

ცნობილი ხდება, რომ გოსფორდის ციხესიმაგრე, რომელიც ირლანდიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, იყიდება. ეს სასახლე დღეს ცნობილია იმითაც, რომ იქ საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებები მიმდინარეობდა. სიუჟეტის მიხედვით, სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა კეიტლინ სტარკი. საინტერესოა, რომ ციხესიმაგრის ღირებულება მილიონ დოლარზე ნაკლებია და ის დაახლოებით 650 ათასი დოლარია.

ციხესიმაგრე XIX საუკუნეში არჩიბალდ აჩესონის, გოსფორდს გრაფის ბრძანებით აშენდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სასახლე ჯარისკაცებმა დაიკავეს, 1983 წელს ის სასტუმროდ გადაკეთდა. ტყის ტერიტორიას, რომელიც ციხესიმაგრის გარშემოა, ოფიციალურად იცავს ირლანდიის სახელმწიფო სამსახური.  2006 წელს ციხესიმაგრის რეკონსტრუქცია მოხდა და იქ 23 რეზიდენცია გაშენდა. ციხესიმაგრის ერთი ნაწილის სახურავზე უზარმაზარი ბაღია გაშენებული. 2010 წლიდან ირლანდიაში „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებები დაიწყო, სწორედ ამ  ციხესიმაგრეში სერიალის უამრავი საკვანძო ეპიზოდია გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები