LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხიდან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის აქ ჯოჯოხეთი იწყება” – „ფოტოგრაფების საქმეზე“- სასამართლო გრძელდება

76

„ფოტოგრაფების საქმეზე“ დაზარალებულმა  გიორგი აბდალაძემ გლდანის ციხის ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე და კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა. გიორგი აბდალაძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დეტალურად გაიხსენა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასზე განხორციელებული მუქარის და შანტაჟის ფაქტები.

ციხის ადმინიტრაციის თანამშრომელმა, ვიქტორ ყაჭეიშვილმა შიმშილობის მეხუთე დღეს მითხრა  იშიმშილე, იშიმშილენახე რა მოგივაო. მანვე ამიყვანა ციხის დირექტორთან ალექსანდრე მუხაძესთან, რომელმაც შემაგინა და მითხრა, შენ ხარ გამყიდველი და გარანტიას გაძლევ, დღეიდან  შენთვის ჯოჯოხეთი დაიწყება, შენნაირი ადამიანები აქედან ცოცხალი ვერ გავლენო“, – განუცხადა სასამართლოს  გია აბდალაძემ.

„ფოტოგრაფების საქმეზე“ დაზარალებულმა გიორგი აბდალაძემ კონტრდაზვერვის თანამშრომლი დავით დევნოზაშვილი, რომელიც დაკავებულია და სასამართლო სხდომას ესწრებოდა, აღიარებითი ჩვენების იძულებით მიცემაში დაადანაშაულა.

დევნოზაშვილმა ღამის სამ საათზე მითხრა, თქვი, რომ ზურაბ ქურციკიძემ პარლამენტიდან გამოგიტანა სტენოგრამა, რომ ორივე ჯაშუშური ქსელის წევრი ხართ და მასალებს უცხო ქვეყნებს ჯაშუშურად გადასცემდითო. უნდა მეთქვა, რომ ჩემი სამსახურიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვიტანე სტენოგრამა“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე გიორგი აბდალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები