LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხისძრიში ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა

133

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქობულეთში, სოფელ ციხისძრიში ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად ინვესტორებმა ელექტრონულ აუქციონზე, 220 ბიჯის შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3303 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დანგრეული შენობა-ნაგებობები 810 000 ლარად იყიდეს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ციხისძირში ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 21 ობიექტი, საიდანაც ბიუჯეტმა 57 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის ინვესტორები 120 მილიონ ლარზე მეტს განახორციელებენ და მრავალ სამუშაო ადგილს შექმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები