LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციტრუსის მოსავლის დაბინავების შტაბი 5-დან 10 ნოემბრამდე გაიხსნება

98

ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება არის მინიმალური რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციტრუსის მოსავალზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ციტრუსის საკმაოდ კარგი მოსავალი გვაქვს წელს. კლიმატიდან გამომდინარე უამრავი გამოწვევისა, წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით, მათ შორის, ციტრუსში გვექნება ძალიან კარგი შედეგი. ჩვენ დაახლოებით, 5-დან 10 ნოემბრამდე გავხსნით ციტრუსის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბს. ჩართულები ვიქნებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს დილით გვქონდა შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომლისთვისაც უმთავრესი კულტურა სწორედ მანდარინია. ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება არის მინიმალური, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება”, – განაცხადა დავითავილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები