LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივი იარაღის რეალიზაციაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

69

ცივი იარაღის რეალიზაციაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“გადასახედია საკანონმდებლო რეგულაციები ცივ იარაღთან დაკავშირებით. დღეს ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. ვმუშაობთ, რომ საკანონმდებლო რეგულაციები დაიხვეწოს. რეალიზაციის პროცესი საკანონმდებლო კუთხით არც ისე კარგად არის დარეგულირებული. ვმუშაობთ, თუ რამდენად ეფექტიანია ცივ იარაღზე საკანონმდებლო ჩარჩო და პასუხობს თუ არა მოთხოვნებს, რაც გაზრდილი დანაშაულის ფონზე არსებობს. გარდა ამისა, ვმუშაობთ, ხომ არ გავზარდოთ და გავამკაცროთ ის სანქციები, რომელსაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს. ვფიქრობთ, რომ ცივი იარაღის რეალიზაციასთან დაკავშირებით შეზღუდვები დავაწესოთ. კანონპროექტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები