LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხადაძემ წლის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

94

საქართველოს ნაკრები 2015 წლის ბოლოს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – ესტონეთსა და ალბანეთში.

11 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელები ტალინში ესტონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. 16 ნოემბერს კი სტუმრად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს დაუპირისპირდებიან.

უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. კახა ცხადაძის გუნდში ერთი დებიუტანტია. 21 წლის ლუკას ჰუფნაგელი, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა :
მეკარეები: გიორგი ლორია (“კრილია სოვეტოვი”, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (“მორდოვია”, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (“ფეირენსე”, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი (“დილა”, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე (“ფლამურტარი”, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (“კარშიაკა”, თურქეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), საბა კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (“ომონია”, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე (“დინამო თბილისი”, საქართველო), გია გრიგალავა ( “პაფოსი”, კვიპროსი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“რეიმსი”, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”, ბელგია), მათე ცინცაძე (“დინამო თბილისი”, საქართველო) ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), ლევან ყენია (“სლავია”, ჩეხეთი), მურთაზ დაუშვილი (“კარპატი”, ლვოვი, უკრაინა), გიორგი ჭანტურია (“დუისბურგი”, გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი (“ფრაიბურგი”, გერმანია)

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია), ბაჩანა ცხადაძე (“ფლამურტარი”, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (“პაფოსი”, კვიპროსი)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩებისთვის 9 ნოემბრიდან ტალინში მოემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები