LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ – ირაკლი კოპლატაძე

127

“ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეები მისწისძვრის შედეგად არ დაშავებულან,” – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ბოდრუმში ისვენებდნენ ცხელ ხაზზე რამდენიმე ზარი შევიდა, თუმცა დაშავების ან რაიმე პრობლემის შესახებ მათ არ მიუმართავთ.

”მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საბერძნეთის მხარეს, ეგეოსის ზღვაზე და თურქეთში, კერძოდ ბოდრუმში, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა 6,3 ბალი დაფიქსირდა. თურქეთში დაზიანებულია ძველი შენობები და, რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. სულ 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა. ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვინც იქ ისვენებს, ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეები მისწისძვრის შედეგად არ დაშავებულან,” – განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები