LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი ჩაი მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებში სიმსივნის რისკს 5-ჯერ ზრდის

112

თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის სისტემატიური მოხმარება კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ეს არაერთმა კვლევამ დაამტკიცა. ამჯერად კი გამოცემა „ტელეგრაფი“ ახალი კვლევის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც არის კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებელში კიბოს რისკი შესაძლოა ხუთჯერ გაზარდოს. ესა არის ყოველდღიურად ცხელი ჩაის მიღება.

კვლევის ფარგლებში იმ ადამიანებს დააკვირდნენ, ვინც თამბაქოს მწეველი და ალკოჰოლზე დამოკიდებულია, ასევე ყოველდღიურად მიირთმევს თუნდაც ერთ ფინჯან ცხელ ჩაის. ამ ადამიანებში საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეების განვითარების რისკი 5 ჯერ გაიზარდა, ხოლო იმ ადამიანებში, ვინც არც თამბაქოს მოიხმარდა და არც ალკოჰოლს ეძალებოდა, ჩაიმ გავლენა ვერ მოახდინა.

კვლევა 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროის მანძილზე 456 ადამიანზე მოხდა დაკვირვება. საწყის ეტაპზე მწეველ და ალკოჰოლის მომხმარებელ ადამიანებს სიმსივნის დიაგნოზი დასმული არ ჰქონდათ, აქედან 1700 ადამიანს საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნე 9 წლის მანძილზე განუვითარდათ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი ცხელი ჩაის მიღების შედეგად ის ანთებითი პროცესებია, რომელიც ისედაც გაღიზიანებულ სისტემას აწვება. კვლევა პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდს ეკუთვნის, რომელსაც იუნ ლი ხელმძღვანელობდა.

სხვათა შორის მსგავსი კვლევის შესახებ რეკომენდაცია 2016 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც გამოსცა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 65 გრადუსს ზევით ცხელი სასმელის მიღება საჭმლის მომნელებლი ორგანოების სიმსივნის რისკს ზრდის.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები