LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი ხაზი 24/7 რეჟიმში მუშაობს – ჯანდაცვის სამინისტრო PHR-ს პასუხობს

14696

“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი, ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმში. ყველა შემოსულ ზარზე ცხელი ხაზის წარმომადგენელი სათანადო რეაგირებას ახდენს,” – ამ განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR)პასუხობენ.

PHR-მა რამდენიმე დღის წინ სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, გააუმჯობესოს ცხელი ხაზის ფუნქციონირება და გახადოს ის ყველასთავის ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია ორ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს: ერთ შემთხვევაში ცხელ ხაზზე ბავშვზე ძალადობის შესახებ შევიდა ინფორმაცია, რაზეც ოპერატორმა განაცხადა, რომ აღნიშნული მათი კომპეტენცია არ იყო, მეორე შემთხვევაში კი ზარის განმახორციელებელს განუცხადეს, რომ სამუშაო საათები დამთავრებულია და მეორე დღეს დარეკვა სთხოვეს.

აღნიშნულ შემთხვევებზე ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “ცხელი ხაზის წარმომადგენლის მიერ მიღებული იქნა მოქალაქის მიერ დატოვებული შეტყობინება და გაიგზავნა შესაბამის სამსახურში შემდგომი რეაგირებისთვის.”

სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პერმანენტულად ატარებს ცხელი ხაზის თანამშრომელთა ტრენინგებს უწყებაში მიმდინარე პროგრამულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, ცხელ ხაზზე შესული ზარების ტარიფს, რომელიც PHR- ის ინფორმაციით, ყველა აბობნენტისთვის უფასო არაა, სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არ რეგულირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები