LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალი და მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ შეთანხმებას ამზადებენ

36

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, აცხადებს, რომ ცხინვალი და მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ შეთანხმებას ამზადებენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„დღეს ჩვენს სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროებში არის კიდევ რამდენიმე სერიოზული შეთანხმება, რომლებსაც მომავალში მოვაწერთ ხელს. ეს ეხება რუსული მოქალაქეობის გამარტივებული გზით მიღებას, რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების შეუზღუდავი ვადით ყოფნას. არის კიდევ უამრავი სხვა შეთანხმება, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზეა მიმართული,“ – განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები