LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ე.წ.საზღვარზე საინჟინრო ნაგებობას აშენებს

90

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ზნაურის რაიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვას აპირებს.

განცხადება ერგნეთში, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა გააკეთა.

„ვაპირებთ,  აღვმართოთ საინჟინრო ნაგებობა ზნაურის რაიონის სოფელ არანგარონთან (მანამდე იონჩა). გასულ წელს ადგილობრივ მცხოვრებს მსხვილფეხა საქონელი დაეკარგა, რომლის პოვნაც ვერ მოხერხდა. მანამდე სოფლიდან სხვა ქონებაც იკარგებოდა, ამიტომ სოფლის მცხოვრებლებმა მიმართეს ხელისუფლებას, შეიქმნას უსაფრთხოების აუცილებელი პირობები“, – აღნიშნა სანაკოევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები