LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების ინტერესების დამცველის ევროპარლამენტში წარდგენა ფორმალურ სახეს ვერ მიიღებს – ციხელაშვილი

87

ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ ევროპარლამენტში ე.წ. ინტერესების დამცველი წარადგინა, თუმცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმალურ სახეს ვერ მიიღებს.

“ეს ევროპარლამენტარებისთვის არის სრულიად მიუღებელი იმიტომ, რომ ევროპარლამენტი, ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც რაიმე ჩრდილს აყენებს ამას, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამაზე იყო საუბარი და მე გამოვრიცხავ, რომ ამან ასეთი ფორმალური სახე მიიღოს,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ევროპარლამენტში ე.წ. ინტერესების დამცველად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ იტალიელი ჟურნალისტი და ევროპის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი დეპუტატი ჯულიეტო კიეზა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები