LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალში დაკავებულ მაია ოთინაშვილს 10 დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

79

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ არა 2-თვიანი, არამედ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაბამისი ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით ცხინვალის წარმომადგენელმა მიაწოდათ. ინფორმაცია “ფორტუნას” სუს-ში დაუდასტურეს.

„ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად,“ – განაცხადეს სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები