LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველებს ზემოდან თუ მოაჯდებით და გააჭენებთ, დაგერხევათ: მოსკოვში ახალი წესები შემოდის

46

თუ ადამიანი ტუალეტში დაიბანს, გამოიჭერენ და დააჯარიმებენ: მოსკოვის აეროპორტებში ქცევის წესები დაადგინეს.
მოსკოვის საოლქო სათათბირომ აეროპორტებში მოქცევის წესები დაადგინა, ბევრი შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ.
არასათანადო მოქცევისთვის ჯარიმების დაწესება (100-დან 500 რუბლამდე) მოახლოებულ მსოფლიო პირველობას ეხება. წესები კი იმოქმედებს დომოდედოვოს, შერემეტევოს და ჟუკოვსკის აეროპორტების ტერიტორიებზე. შეზღუდვები არ შეეხება ვნუკოვოს.

აი ზოგიერთი რამ რაც მოსკოვის აეროპორტებში აკრძალეს:

 

არ უნდა დატოვოთ ბარგი უყურადღებოდ;
ბარგი მოსაცდელ დარბაზში სავარძლებზე არ უნდა დადოთ;
აეროპორტში უბილეთოთ 4 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაჩერდეთ;
არ უნდა დაიბანოთ, გარეცხოთ და გამოიცვალოთ ტუალეტებში;
ცხოველებს არ უნდა მოაჯდეთ და ისე გადაადგილდეთ;
დაბლა არ უნდა დაჯდეთ და დახლებზე არ დაწვეთ

 

30

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები