LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ის წლის საუკეთესო ფოტოების კოლაჟში რიყის პარკი მოხვდა

439

CNN-ის წლის საუკეთესო ფოტოების კოლაჟში რიყის პარკიც მოხვდა.

85 საინტერესო ფოტოს შორის თბილისის რიყის პარკია წარმოდგენილი, ე.წ. რიყის დოქებითა და პრეზიდენტის სასახლით.

“თბილისი, საქართველო: დრონით გადაღებულ ფოტოზე საქართველოს დედაქალაქში, ფუტურისტული რიის პარკის თეატრი და საგამოფენო ცენტრია გამოსახული. ასევე, ფოტოზე მოსჩანს ულტრაკლასიკული პრეზიდენტის სასახლე (რიყის პარკის უკან)” – ვკითხულობთ სურათის აღწერაში.

“ეს ფოტოები არც მხოლოდ ნატურალურზე, ან ადამიანის მიერ შექმნილ სილამაზეებზეა. ისინი გვანახებენ სხვადასხვა ხალხების, რასების, კულტურის, ადამიანების სილამაზეს” – ნათქვამია ფოტოების აღწერაში.

ზღაპრული თუ რეალური, ფერადი თუ შავთეთრი – ფოტოების ამ კოლაჟში მთელ მსოფლიოს ნახავთ და შესაძლოა მომავალი მოგზაურობაც დაგეგმოთ.

იხილეთს CNN-ის სრული გალერეა:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები