LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-მა მადონა ეთერიდან სასწრაფოდ გათიშა და ბოდიში მოიხადა (ვიდეო)

35

CNN-მა „ქალთა მარშზე“ მადონას სკანდალური გამოსვლა სასწრაფოდ გათიშა, თუმცა მომღერლის გინება აღნიშნული აქციის მოწინააღმდეგეების მისამართით პირდაპირ ეთერში მაინც გავიდა.

„ბოდიშს გიხდით მადონას განცხადებების გამო, ხდება ხოლმე ასე პირდაპირ ეთერში და ამის გამო „სიენენი“ ბოდიშს გიხდით,“ – განაცხადა წამყვანმა ბრუკ ბოლდუინმა.

მოგვიანებით „სიენენმა“ ვიდეო საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა, თუმცა მადონას უწმაწური სიტყვები სიგნალით გადაფარეს.

მომღერალმა გამოსვლისას „ქალთა მარშს“ „სიყვარულის რევოლუცია“, ამბოხება და ქალების უარი „ტირანიის ახალი რეჟიმზე“ უწოდა. მადონას თქმით, „ეს არის საშინელი, ბნელი პერიოდი, რომელმაც ხალხი უნდა გამოაღვიძოს“.

„არჩევნებში არ გაუმარჯვია სიკეთეს, მაგრამ სიკეთე ბოლოს მაინც გაიმარჯვებს,“ – აღნიშნა მადონამ.

„ქალთა მარშმა“ კი, მისი თქმით, აჩვენა, რომ დასასრული შორს არ არის.

ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გუშინ აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში გაიმართა. ქალების მარში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის დაგეგმილი, ბერლინს,პარიზს, რომს, ვენას, ჟენევას, ამსტერდამს, ჰელსინკს და სხვა ქალაქებს თბილისიც შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები