LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილები, რომლებმაც შვილები ბაღსა თუ სკოლაში წაიყვანეს

240

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორი ემოციებით გააცილეს ცნობილებმა თავიანთი პატარები ბაღებში. დავუკავშირდით მაკა ცინცაძესა და თიკა ჯამბურიას, რომლებმაც თავიანთი გოგონები ბაღში წაიყვანეს.

ტელეწამყვან მაკა ცინცაძის პატარა გოგონა, კესო, ბაღში წელს პირველად არ წასულა, წინა წელს იქ დარჩენა არ მოინდომა, ახლა კი უკვე დარჩა, რადგან დიდი გოგოა. მაკას ემოციების შესახებ ვკითხეთ.

მაკა ცინცაძე:

შარშან კესო ბაღში მხოლოდ რამდენიმე დღით იყო, რადგან არ გაჩერდა. წელს კი, ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად, პირველად მივიყვანეთ.

ინერვიულე?

ცოტა კი (იღიმის).

შენ რომ პირველად წაგიყვანეს ბაღში, ის დღე თუ გახსოვს?

კი, მახსოვს. ძალიან მაგარი მასწავლებელი და ძიძა მყავდა. მისვლა მიხაროდა. იმედია, ბაღი კესოსაც მოეწონება და შეუყვარდება იქ სიარული…

თიკა ჯამბურია:

ნინა ორი წელია, ბაღში დადის. ახლა ხუთი წლისაა. თვითონ გამაღვიძა, რომ ბაღში წამეყვანა დღეს, რადგან იქაურობა ძალიან უყვარს. ჰყავს ბევრი მეგობარი. ზოგადად, კონტაქტური ბავშვია.

პირველად რომ წავიყვანე, არ უტირია, მოეწონა და დარჩა.

გახსოვს, შენ როდის წახვედი პირველად ბაღში?

როგორ არ მახსოვს. ზუსტად ვიცი, 4 წლის ვიყავი, როცა ბაღში წამიყვანეს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა ბაღში ყოფნა, მყავდა უამრავი მეგობარი, რომელთაგანაც რამდენიმესთან დღემდე ვმეგობრობ.

შვილი სკოლაში წაიყვანა მარიამ როინიშვილმაც, რომელმაც ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ელენეს პირველკლასელობა მიულოცა – „ელენე, დე, გილოცავ ახალი და საინტერესო ცხოვრების დაწყებას!..“

 

სოფო ბედიას ნიკუშა უკვე მეორე კლასშია. მომღერალმა სოციალურ ქსელში სკოლაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დააწერა: „პირველი დღე მეორე კლასში. გილოცავ, ნიკუშ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები