LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილების მილოცვა დედიკოებს – „მიყვარხარ და მაპატიე, რომ ამას ხშირად ვერ გეუბნები!..“

230

„საქართველოს ბანკმა“ დედის დღესთან დაკავშირებით ორიგინალური მილოცვა შემოგვთავაზა. ბანკის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც ცნობილი ადამიანები დედიკოებს ულოცავენ ამ დღეს. „უარი თქვი შენს სიამოვნებაზე, შენს კეთილდღეობაზე, შენს თავზე, ოღონდ მე კარგად ვყოფილიყავი… შენთვის ახალ ფეხსაცმელს არ ყიდულობდი, რომ მე გემრიელად მეჭამა და მე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ შენ ბედნიერი არ იყავი. მიჭირს გითხრა, რომ მიყვარხარ, რადგან მგონია, რომ ეს სიყვარული ვერ შეედრება შენს ამაგს, მაგრამ ახლა, სანამ ჯერ კიდევ შემიძლია, მაქვს დრო, მინდა თვალებში ჩაგხედო და გითხრა ის, რისი თქმაც მთელი ცხოვრება მიჭირდა – ძალიან მიყვარხარ და მაპატიე, რომ ამას ხშირად ვერ გეუბნები!..“

ვიდეორგოლში ნანიკო ხაზარაძე, აჩიკო გულედანი, ბახვა ბრეგვაძე და სხვა ცნობილი სახეები მონაწილეობენ. „მიყვარხარ, არც ისე რთულია სათქმელად“ – ბანკის ამ კამპანიის დევიზია.