LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი კანადური ცირკის აკრობატი წარმოდგენის დროს დაიღუპა

219

ფლორიდის ქალაქ ტამპაში, ცნობილი კანადური ცირკის, Cirque Du Soleil-ის წარმოდგენა ტრაკიგულად დასრულდა.  38 წლის აკრობატი, იან არნო ,  ახალი ნომრის შესრულებისას 6 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე ტრავმების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იან არნო ცირკში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მან წარმოდგენამდე სოციალურ ქსელში ახალი ნომრის შესრულება დაანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები