LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოვლინა

154

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური სასმელების – “სარაჯიშვილის”, “დავითის”, “ორველის”, ,,ივერიონის’’, ,,გრუმის’’, ,,დიდგორისა’’ და ,,ხვანჭკარას’’ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ფიზიკურ პირზე.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლი, მინის ბოთლები, სხვადასხვა სახის ხსნარები და ყალბი აქციზური მარკები.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები