LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

89

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოს სახალხო არტისტი ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა.

2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები