LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი რუსი სატირიკოსი მიხეილ ჟვანეცკი საქართველოში ჩამოდის

297

ცნობილი სატირიკოსი, მწერალი და ფილოსოფოსი, მიხეილ ჟვანეცკი საქართველოში ჩამოდის. მისი საავტორო საღამო 11 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე, რუსთაველის თეატრში გაიმართება.

მიხეილ ჟვანეცკი უკრაინაში, ოდესაში დაიბადა, მაგრამ საკუთარი კარიერა რუსეთში ააწყო. 1969 წელს პირველად გავიდა ეთერში გადაცემა „შუქნიშანი“, სადაც ჟვანეცკის მინიატურები გაჟღერდა. მის ანგარიშზე 14 წიგნი და 5 პიესაა, რომლებიც სხვადასხვა თეატრში დადგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები