LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ვარსკვლავები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ

169

ყოველი წლის 25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ დაწესებულ დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, სტელა მაკარტნიმ თავის ვარსკვლავ მეგობრებს მოუწოდა, მის კამპანიაში მონაწილეობა მიიღონ.

„უკვე მეხუთე წელია ვამაყობ იმით, რომ ორგანიზაცია White Ribbon მაქვს. მიზანი, რათა ქალთა მიმართ ძალადობა აღმოიფხვრას“, – დააწერა მან კომენტარის სახით შესაბამის ფოტოს, რომელიც „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

აღნიშნული პრობლემის მხარდაჭერა ღიად გამოხატეს სელმა ჰაიეკმა, ჯეიმი დორნანმა, დაკოტა ჯონსონმა, ბელა ჰადიდმა, ქეით ჰადსონმა და სხვა ცნობილმა სახეებმა.

ტრადიციისამებრ, მათ გადაიღეს სელფი, სადაც აქციის მთავარ სიმბოლოსთან ერთად პოზირობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები