LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი წამყვანი ჯიმი კიმელი ავარიაში მოყვა

103

პოპულარული ამერიკული შოუს Jimmy Kimmel Live!-ის წამყვანი ჯიმი კიმელი ჰოლივუდში ავტოავარიაში მოყვა.

კიმელი თავისი BMW-თი სანსეტის ბულვარის გზაჯვარედინზე მოძრაობდა. მან მარცხნივ შეხვევა განიზრახა, როცა იმ გზაჯვარედინზე მხოლოდ მარჯვნივ შეხვევა იყო დასაშვები.

შედეგად კიმელის ავტომობილი Audi-ს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევით არავინ დაშვებულა, თუმცა კიმელის BMW-ს წინა მხარე მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ჯიმი კიმელი 50 წლისაა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მას საკუთარ თოქ-შოუ მიყავს. ის ოსკარის წლევანდელ ცერემონიას წაიყვანს.

მას დაჯილდოების ცერემონია გასულ წელსაც მიყავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები