LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია მიზეზი, რის გამოც პრინცი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს

44

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პრინცი საავადმყოფოში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების გამო გადაიყვანეს, ამის შესახებ TMZ იტყობინება.

15 აპრილს პრინცის თვითმფრინავი დაუგეგმავად დაჯდა აშშ-ს შტატ ილინოისში.  მომღერალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს. მეორე დღეს მან უკვე კონცერტი გამართა.

ჰოსპიტალიზაციის ოფიციალურ მიზეზად პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება დასახელდა, თუმცა TMZ-ის ინფორმატორის მტკიცებით, რეალური მიზეზი ზედოზირება გახდა.

ლეგენდარული მომღერალი პრინცი 57 წლის ასაკში მინესოტაში გარდაიცვალა. ზუსტი მიზეზი მხოლოდ გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი.

უგონოდ მყოფი მომღერალი გუშინ ლიფტში იპოვეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები