LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, როგორ მოაგებინა ტრამპს არჩევნები Cambridge Analytica-მ

43

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 23 მარტს გამოაქვეყნა პრეზენტაცია, რომელიც კომპანია Cambridge Analytica-მ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბისთვის დაამზადა. Cambridge Alalytica-ს ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, რომ 27-გვერდიანი დოკუმენტი ეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კომპანიის ანგარიშია, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, რეკლამის საშუალებით, როგორ ლანძღავდნენ ჰილარი კლინტონს და აქებდნენ ტრამპს.

პრეზენტაციის თანახმად, Cambridge Analytica-მ ტრამპის შტაბთან მუშაობა 2016 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც უკვე აშკარა გახდა, რომ “რესპუბლიკელებს” შორის, ტრამპი ფავორიტი კანდიდატია. ამ მომენტისთვის, ტრამპის შტაბს არ გააჩნდა არანაირი მონაცემი საკუთარ ელექტორატზე, არანაირი სტრატეგია ინტერნეტში ქცევაზე და ასევე აღქმა, როგორ მუშაობს ონლაინ პოლიტიკური რეკლამა.

Cambridge Analytica-მ ჩამოაყალიბა ძირითადი მონაცემები, რომელზეც კონცენტრაციაა საჭირო – იარაღის ქონის საკითხი, ეკონომიკა და მიგრანტები. სწორედ ამ თემებმა გამოიწვია ტრამპის ელექტორატში განსაკუთრებული ემოციები. Cambridge Analytica, Google-ის საძიებო ველში ათავსებდა სარეკლამო ბმულებს არამხოლოდ იმიტომ, რომ მათზე “დაექლიკათ“, არამედ იმისათვის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება ამა თუ იმ თემაზე, რადგან ფასიანი ბმული რელევანტობის შესაბამისად უფრო მაღლა ამოდის.

მაგალითად, პრეზენტაციაში მითითებულია, რომ მოთხოვნაზე “ტრამპი ომი ერაყში”, ჩნდებოდა ტრამპის ვებგვერდის სტატია სათაურით: “ჰილარი ერაყში ომს მხარს უჭერდა – ტრამპი წინააღმდეგი იყო”. ეს ბოლომდე არ შეესაბამება სიმართლეს. კლინტონმა მართლაც მისცა ხმა ერაყში შესვლის ინიციატივას, როდესაც ნიუ-იორკის სენატორი იყო, მაგრამ ტრამპი თავდაპირველად უჭერდა მხარს ომს, ხოლო შემდგომ კი არ აკრიტიკებდა. მთლიანობაში, სამხედრო კომპანიის კრიტიკა მან მხოლოდ 2 წლის შემდეგ დაიწყო.

როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, დოკუმენტში აღწერილი ყველა მეთოდი ლეგალურია. მასში აღნიშნავენ, რომ არჩევნების წინ ტრამპის შტაბმა რეკლამის განთავსება YouTube-ის მთავარ გვერდზე შეძლო – ყველაზე თვალსაჩინო ადგილას. თავდაპირველად ეს ადგილი კლინტონის შტაბის მიერ იყო დაჯავშნილი, თუმცა იქ იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ მის გამარჯვებაში, რომ ამაში ფული აღარ გადაიხადეს.

პრეზენტაციის ცალკე სლაიდი ეძღვნება ნეგატიურ რეკლამას პოლიტიკურ გამოცემა Politico-ში. Politico თავის კომერციულ განყოფილებაში წერდა “კლინტონის ფონდის 10 უხერხულ ფაქტზე”, ხოლო ამ სტატიის დემონსტრირება Politico-ს იმ მკითხველებზე ხდებოდა, სადაც ამომრჩევლები არ იყვნენ ჩამოყალიბებულები საკუთარ არჩევანში.

როგორ გამოიყენეს Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემი არალეგალურად, რაშიც Camridge Anaytica-ს სდებენ ბრალს, პრეზენტაციაში არ არის აღნიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები