LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია თბილისის უბნები, სადაც სამარშტურო ხაზების მოძრაობა შეიცვალა

79

თბილისში ავტობუსების მარშრუტებისთვის გამოიყო 25 ახალი დამატებითი ავტობუსი, რომელიც კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.

#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. ის მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით, რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).

#10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით. #19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად, მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.

#31 – მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
N80 – მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით. ავტობუსების დამატება.

სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1,28, 30, 45, 99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს – 2 ერთეული. შაბათ დღეს #28, 68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში – ერთი ავტობუსი.

ასევე, #3, 46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები