LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coca-Cola კანაფის შემცველი გაზიანი სასმელის გამოშვებას გეგმავს

98

კომპანია Coca-Cola გეგმავს გაზიანი სასმელი გამოუშვას, რომელსაც კანაბიდიოლის შემცველობა ექნება. ამ ნივთიერებას კანაფი შეიცავს. ის აყუჩებს ტკივილს, თუმცა ფსიქოაქტიური ეფექტი არა აქვს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ამ დროისთვის Coca-Cola ერთობლივი სასმელის გამოშვებაზე მოლაპარაკებებს კანაფის კანადურ მწაროებელთან Aurora Cannabis Inc-თან მართავს.

მას შემდეგ, რაც Coca-Cola-ს გეგმების შესახებ გახდა ცნობილი, კანაფის მწარმოებელი კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები