LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოცხალი ფეხბურთელი მიწაში ჩადეს: წუთიერი დუმილი მოედანზე მყოფი ფეხბურთელისთვის

91

ლიბერტადორესის თასზე დიქტორმა შეცდომით გამოაცხადა წუთიერი დუმილი იმ მოთამაშის სახსოვრად, რომელიც მოედანზე იყო.
დიქტორმა რიკარდო ოლივეირა 36 წლის ასაკში ჩადო მიწაში.

ლიბერტადორესის თასის მატჩში კოლუმბიურ „სანტა ფესა“ და ბრაზილიურ „სანტოსს“ შორის კურიოზული შემთხვევა მოხდა. კოლუმბიელთა სტადიონზე დიქტორმა წუთიერი დუმილი გამოაცხადა.

„ქალბატონები და ბატონებო, გთხოვთ ფეხზე ადგეთ. ცხადდება წუთიერი დუმილი „სანტოსის“ მწვრთნელის რიკარდო ოლივეირას საპატივსაცემოდ“, – თქვა ხმამ. ჩართეს მგლოვიარე მარში, ყველა ფეხზე ადგა. „სანტა ფესა“ და „სანტოსის“ ფეხბურთელებიც მოედნის შუაგულში ჩუმად იდგნენ.

კურიოზი კი ისაა, რომ რიკარდო ოლივეირა, რომელსაც მიუძღვნეს ეს წუთიერი დუმილი, „სანტოსის“ სხვა ფეხბურთელებთან ერთდ მოედანის ცენტრალურ ნაწილში იდგა. დიქტორმა მისი გვარი აურია კლუბის ლეგენდის ალეხანდრო დე კარვალიო კანეკოს გვარში, რომელიც ბრაზილიურ გუნდში 60-იან წლებში გამოდიოდა და 18 აპრილს გარდაიცვალა.

„მართალი გითხრათ, არც კი შემიმჩნევია შეცდომა“, – თქვა მატჩის შემდეგ „ცოცხალ-მკვდარმა“ რიკარდომ.

თამაში 0:0 დასრულდა.

ეს რიკარდო ოლივეირა შეიძლება გახსოვდეთ, ის ხომ ევროპაში „ვალენსიაშ“, „ბეტისში“, „მილანსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა, „სანტოსში“ კი 2015 წლიდანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები