LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

95

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ისინი სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.რ.-მ  2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები