LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების მუქარით პირს ფულს სძალავდნენ – შსს

120

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი., გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა მანამ დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).