LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ კისერს უკრაინელ ოლიგარქებს მოვტეხ – მიხეილ სააკაშვილი

95

“გუშინდელი დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე კისერს მოვტეხ აუცილებლად“, – ამის შესახებ ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, ის რჩება როგორც უკრაინელ პოლიტიკოსად, ასევე ქართველად და უკრაინის მოქალაქეობას აუცილებლად აღიდგენს. სააკაშვილი განმარტავს, რომ უკრაინიდან მისი გაძევება ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა.

“უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები