LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა ტვინი გაანძრიეთ – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

43

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა.

“უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატს იმედი აქვს, რომ “ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

ზურაბიშვილის თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მას არ აქვს სურვილი უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს.

“ახლა აბსურდული რაღაც უნდა ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება ზურაბიშვილის მიმართ, ეს არ იმოქმედებს მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს. ორი სხვადასხვა რამეა, ერთი – შენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში შენ იყო რეალისტი და უყურებდე, რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები