LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკერბერგი Facebook-ზე მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს

35

“ფეისბუქის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, შემდეგი წლის მთავარი გეგმების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

როგორც მარკი წერს, 2018 წელს მისი ჯგუფი ორიენტირდება იმაზე, რომ ფეისბუქზე დახარჯული დრო ნაყოფიერი იყოს.

პირველი ცვლილება, რომელსაც ფეისბუქ მომხმარებელი შეამჩნევს, სიახლეების ველში იქნება, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია გამოჩნდება თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან.

ასევე ცუკერბერგი ხალხს პირდება, რომ ამ სიახლის დანერგვის შემდეგ, ნაკლებად საჭირო ინფორმაცია მათ “ნიუსფიდზე” სულ უფრო შემცირდება (ისეთები როგორიცაა ბრენდების მოწონებები, რეკლამები, ახალი ამბები მედიასაშუალებებიდან და ა.შ.)

“ჩვენ შევქმენით ფეისბუქი, იმისთვის, რომ ადამიანებს ერთმანეთთან მჭირო კავშირში დავეხმაროთ. კვლევამ აჩენა, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ადამიანებს უფრო ბედნიერს ხდის.

მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩვენ ვიღებთ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ბიზნესის, ბრენდების ან მედიის გვერდებიდან. სიახლეების ზოლის მიმართულებამ გადაუხვია იმ ძირითად მიზანს, რისთვისაც თავიდან შეიქმნა – დახმარებოდა ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტში.

ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი პროდუქტი არა მხოლოდ გასართობი იყოს, არამედ ადამიანებზე ორიენტირებული და მათ თავი კარგად აგრძნობინოს. ამიტომ ეს ტრენდი ყურადღებით შევისწავლეთ.

როდესაც ადამიანი სოციალურ ქსელს იყენებს, ის თავს ნაკლებად მარტოსულად და უფრო ბედნიერად გრძნობს, ეს შეგრძნება გრძელვადიან პერიოდში ჯანმრთელობაზე კარგად აისახება. მეორე მხრივ, ვიდეოების ყურება და სტატიების კითხვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გასართობი ან შემეცნებითია, არ არის ისეთივე სასარგებლო.

ამის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ ფეისბუქი შევცვალოთ.

ჩვენი მიზანია, ფეისბუქში თქვენთვის შესაბამისი კონტენტი უფრო მარტივად იპოვოთ. შარშან ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები უკვე განვახორციელეთ.

პირველი ცვლილება, რომელსაც შეამჩნევთ, სწორედ სიახლეების მხრივ იქნება, სადაც თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ მეგობრების, ოჯახის წევრების და თქვენი ჯგუფებიდან. ნაკლებს – მედიიდან, ბიზნესიდან და ბრენდების გვერდებიდან”, – წერს მარკ ცუკერბერგი.

ცუკერბერგი იმედს გამოთქვამს რომ ცვლილებები ისეთივე ნაყოფიერი იქნება საზოგადოებისთვის, როგორც კერძო ბიზნესისთვის, თუმცა ეს შედეგები გრძელვადიან პერიოდში გამოვლინდება.

ის ასევე, შეჯამებისას ამბობს, რომ ფეიბუქი ყოველთვის პირადი კავშირები იყო: “ეს არის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამყარებული მჭიდრო კავშირები…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები