LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკერბერგის ეკონომიკური იდეა: შემოსავალი ყველას

54

Facebook–ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, მისი ეკონომიკური იდეა შესთავაზა.

ცუკერბერგის აზრით, ყველა ზრდასრული ადამიანისთვის, მთავრობამ უნივერსალური საბაზო შემოსავალი უნდა შემოიღოს.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა ყველა მოქალაქეს საარსებოდ საკმარისი ფული უნდა მისცეს, რათა  მათ ფინანსური რისკების გარეშე ცხოვრება შეძლონ.

ეს იდეა მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

„ყველა თაობა აფართოებს მისი თანასწორობის ინტერპრეტაციას. დადგა დრო, რომ ჩვენმა თაობამ სოციალური შეთანხმება ახლებურად განსაზღვროს.

ჩვენ უნდა გვყავდეს საზოგადოება, სადაც წარმატების საზომი არა მშპ–ს მსგავსი ეკონომიკური მაჩვენებლები უნდა იყოს, არამედ ის, თუ რამდენი ჩვენგანი თამაშობს მსოფლიოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს. ჩვენ უნდა გამოვიმუშავოთ ისეთი იდეები, როგორიცაა საყოველთაო საბაზო შემოსავალი, რათა გარანტირებული იყოს ყველასთვის ახალი იდეების ქონის შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.

ცუკერბერგის თქმითვე, ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ბიზნესის წამოწყება და იდეების განხორციელება, იმის გამო, რომ ფინანსური რისკებისგან დაზღვეულები არ არიან. სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებს საყოველთაო საბაზო შემოსავალი და იდეები აღარ ჩაიკარგება.

თამთა უთურგაშვილი