LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკერბერგს პირველ აპრილს თანამშრომლები გაეხუმრნენ

55

საპირველაპრილო ხუმრობა ცუკერბერგს – თანამშრომლებმა მისი ოთახი აკვარიუმად აქციეს.

როგორც „ფეისბუქის“ დამფუძნებელი საკუთარ გვერდზე წერს, მისი სამუშაო ოთახი შუშისაა და გამჭვირვალე,  თანამშრომლები ამის გამო ოთახს „აკვარიუმს“ ეძახიან. ცუკერბერგის თქმით, ეს კომპანიის კულტურის ნაწილია – გახსნილობა და გამჭვირვალეობა.

პირველ აპრილს კი კომპანიის თანამშრომლებმა შუშის ოთახი აკვარიუმის შესაფუთი სასაჩუქრე ქაღალდით დაფარეს.

„ვიფიქრე, კარს გავაღებდი და წყალი გადმოვიდოდა,“ – ხუმრობს ცუკერბერგი.

მისივე თქმით, წლების მანძილზე მისი ოთახი ბურთებითა და ბუშტებით ივსებოდა ხოლმე, თუმცა ასეთი დიდი სასაჩუქრე შეფუთვის გახსნა მას ჯერ არასოდეს დასჭირვებია.

12919790_10102756040808921_4962816632161828114_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები