LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები Facebook-ზე – მომხმარებელები სანდო საინფორმაციო წყაროებს თვითონ გამოავლენენ

61

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა და  მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე გააცნო. რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ.

 

“თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ბევრი სენსაცია, დეზინფორმაცია და პოლარიცაზიაა. გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი.

 

https://www.facebook.com/zuck/posts/10104445245963251

 

მისივე თქმით, ამჟამად ახალი ამბები მომხმარებლის სიახლეების 5 პროცენტს წარმოადგენს, სამომავლოდ კი ის 4 პროცენტამდე დაიწევს და მომხმარაბელი უფრო ხშირად ახლობლებისა და მეგობრების პოსტებს ნახავს.

მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები